ხელოვანი გიორგი ვარამაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც ის წერს, კორონავირუსმა კიდევე ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გარდაცვლილი ცნობილი მწერალი ვაჟა შაქარაშვილია.
“მწერალი ვაჟა შაქარაშვილი კოვიდით გარდაიცვალა.” – წერს გიორგი ვარამაშვილი.
როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, მწერალი კოვიდის დადასტურების შემდეგ კლინიკა “გორიმედში” მკურნალობდა…
ვაჟა შაქარაშვილმა სოციალურ ქსელის მეშვეობით მეგობრებს უკანასკნელად 11 აგვისტოს მიმართა. წერდა, რომ “ომში” იყო…
“მომიტევეთ, მეგობრებო! ომში ვარ, კოვიდთან! იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!” – წერდა მწერალი.
კომენტარები