ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ მსოფლიოსგან დახმარების სახით 178 მილიარდზე მეტი მიიღო. ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, 2 წლის განმავლობაში ფინანსური დახმარება კიევს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროპამ და აზიამ აღმოუჩინეს.
მხოლოდ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინას 148 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყეს. ამ თანხაში გასულ კვირას გამოყოფილი 50 მილიარდი ევროც შედის.
რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ლონდონმა კიევს 15-მილიარდიანი დახმარება გაუწია, საიდანაც 9 მილიარდი სამხედრო მხარდაჭერას მოიცავს. სამხედრო დახმარების სახით კანადამ უკრაინას 1,8 მილიარდი დოლარი გადასცა.
აზიის კონტინენტიდან უკრაინას მასშტაბური ფინანსური დახმარება სამხრეთ კორეამ და იაპონიამ აღმოუჩინეს.
კომენტარები