ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ ისრაელი ყველა მიზანს არ მიაღწევს.
“ომი არ უნდა შეწყდეს მანამ, სანამ არ შევასრულებთ მის ყველა მიზანს, რაც არის “ჰამასის” ლიკვიდაცია, ყველა ჩვენი მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ შეუქმნის საფრთხეს ისრაელს”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
“ამას ვეუბნები როგორც ჩვენს მტრებს, ასევე ჩვენს მეგობრებს. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს არის ყველა ჩვენგანის ვალდებულება”, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
კომენტარები