
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენა და ევროპის საკუთარი ხედვით განკარგვა სურს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში საგანგებო გამოსვლისას განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, გამოსვლაში კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყება ევროპის ისტორიაში „გარდამტეხი მომენტი“. მისი თქმით, რუს ხალხს ომი არ სურს, ამიტომ „ეს ომი პუტინის ომად რჩება“.
კანცლერმა განაცხადა, რომ 2022 წელს გერმანიის ჯარის დაფინანსებისთვის ფედერალური ბიუჯეტიდან 100 მილიარდი ევრო გამოიყოფა და პირობა დადო, რომ გერმანია თავდაცვით ხარჯებს გაზრდის. შედარებისთვის, 2021 წელს გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 47 მილიარდ ევროს შეადგენდა.
„აშკარაა, რომ მეტი ინვესტიცია გვჭირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია. ამიერიდან ჩვენ თავდაცვაში მთლიანი შიდა პროდუქტიდან 2%-ზე მეტს ჩავდებთ. ეს ომი უკრაინისთვის კატასტროფაა, მაგრამ კატასტროფად შემოუბრუნდება რუსეთს“, – აღნიშნა კანცლერმა.
კომენტარები