
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ სოხუმის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მისი თქმით, მიმდინარეობს რუსეთში პალესტინის ელჩთან და სპეცწარმომადგენელთან კონსულტაციები.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე, ასევე, განიხილეს ოკუპირებული აფხაზეთის ურთიერთობები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან. არძინბას თქმით, იგეგმება საამიროების და აფხაზეთის ერთობლივი საქმიანი საბჭოს შექმნა.
კომენტარები