ოკუპირებული აფხაზეთის სტუმრებსა და ადგილობრივებს საჯარო ადგილებში შესაძლოა, „არასათანადო ჩაცმულობით“ ყოფნა აეკრძალოთ. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ეს საკითხი სოხუმის ე.წ. პარლამენტში განიხილება. იგეგმება ე.წ. ადმინისტარციულ კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ამჟამად დე ფაქტო პარლამენტი კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს.
რამდენიმე წლის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში გადაწყვიტეს საზოგადოებრივ ადგილებში საცურაო კოსტიუმით ყოფნის შემთხვევაში ჯარიმის დაწესება.
კომენტარები