ოკუპანტები უკრაინის დროშას უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით იყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს.
„აგრესორი შეცდომაში შეყვანის მიზნით უკრაინის სახელმწიფო სიმბოლოებს იყენებს. რუსული სამხედრო ტექნიკის სვეტებზე უკრაინის დროშა აქვთ დამაგრებული. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა კიევის რეგიონში, ჩერნიგოვის რეგიონში და ნიჟინის გზატკეცილზე“, – წერს ზალუჟნი.
ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მტრის ასეთი ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეში დარღვევაა.
კომენტარები