კანონი მოიცავს სახელმწიფო ხედვას და რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხედავს სახელმწიფო ოჯახად და ეს არის ქალის და კაცის გარანტირებული ქორწინების მიზნით ერთობა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
„კანონი მოიცავს სახელმწიფო ხედვას და რეგულირებას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ხედავს სახელმწიფო ოჯახად და ეს არის ქალის და კაცის გარანტირებული ქორწინების მიზნით ერთობა. დიდწილად, არასრულწლოვანების შემთხვევაში, იმ პროპაგანდასთან დაკავშირებით, რომელსაც შეუძლია, რომ დააზიანოს ოჯახის პრინციპი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ღირებულებების დაცვის მომენტში არ იყოს ისეთი ჩანაწერი გაკეთებული, რომელმაც შეიძლება რაღაც რისკის ქვეშ დააყენოს უფლებრივი ნაწილი, ან რომელმაც შეიძლება აღსრულების ნაწილში შექმნას პრობლემა. მოვუწოდებთ ყველა ადამიანს, ან ჯგუფს, რომელიც ინტერესდება ამ საკითხით, ჩაერთოს დისკუსიაში“, – აღნიშნა წილოსანმა.
„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი მომდევნო კვირაში პარლამენტში ბიუროზე გავა, რის შემდეგაც საკითხზე კომიტეტებში იმსჯელებენ. ოპოზიცია კანონპროექტებს მხარს არ უჭერს მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდა დღეს გამოწვევაა.
კომენტარები