ოჰაიოში ქალი უცნობ სახლში შეიჭრა, დაალაგა და მომსახურებისათვის პატრონს ქვითარი დაუტოვა. შემთხვევა ქალაქ კლივლენდში მოხდა. 53 წლის სიუზან უორენი დანაშაულს აღიარებს და განმარტავს, რომ “მაისის ერთ დღეს სახლში ბრუნდებოდა, როდესაც იგრძნო, რომ რაღაც განსხვავებულის გაკეთება სურდა”. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა, უცნობი ადამიანის სახლში შესულიყო.
შეჭრის დეტალებზე სიუზანი თავადვე გვიყვება. მან რამდენიმე ფინჯანი გარეცხა, ნაგავი გადაყარა და მთელი სახლი მტვერსასრუტის დახმარებით დაალაგა. სახლში იგი დაახლოებით 2 საათი იმყოფებოდა. ბოლოს ხელსახოცზე საკუთარი ანგარიშისა და ტელეფონის ნომრები დატოვა, მომსახურების ღირებულებად კი $75 განსაზღვრა.
საბოლოოდ, სიუზან უორენი სამართალდამცველებმა დააპატიმრეს. პოლიციამ მის ადგილსამყოფელს მის მიერვე დატოვებული ტელეფონის ნომრით მიაგნო. სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრისთვის 53 წლის ქალს 6-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
კომენტარები