ცხოვრება საოცარი რამაა, დღეს შეიძლება ანგარიშზე მილიონები გქონდეს,მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას რომ ეს მუდამ ასე იქნება და პირიქით, შესაძლოა დღეს არაფერი გქონდეს და ხვალ ყველაფერი შეიცვალოს.
როდესაც ოსტინ შიფლეტას ბავშვობას თვალს გადაავლებთ თვალს ვნახავთ რომ მის გარშემო მასზე დიდი ბავშვი უბრალოდ არავინ იყო. ამიტომაც ის ხშირად თანატოლების დაცინვის ობიექტი ხდებოდა და ქონიანს ეძახდნენ. ბედის ირონიით კი ის დღეს მოდელად მუშაობს და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. როდესაც მის ძველ და ახალ ფოტოებს შეხედავ, შესაძლოა, იფიქრო, რომ ეს ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანია, ოსტინი წლების წინ 147 კილოგრამს იწონიდა.
ოდესღაც მისი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი გახდა „სწრაფი კვება“ . მას გარშემო ყველა დასცინოდა და სანამ ერთ დღესაც საკუთარ თავში არ იპოვა ძალა რომ ცხოვრება რადიკალურად შეეცვალა და ზომები მიეღო. მან დაიწყო წონასთან ბრძოლა იმით, რომ შეცვალა ცხოვრების სტილი, კვების რეჟიმი და რაციონი და ხშირად სტუმრობდა სპორტდარბაზს.
შედეგად კი ერთ წელიწადში 75 კილოგრამი დაიკლო.
ტვიტერის პირად გვერდზე ის სიმსუქნის პრობლემების მქონე ადამიანებს რჩევებს აძლევს.
„გახდომამდეც და გახდომის შემდეგაც ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე შეძლო, სხვამ? შევძლებ მეც!“ – წერს მოდელი.
კომენტარები