ნორვეგიაში ნატოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები Nordic Response – 2024 დაიწყო, რომელშიც 13 ქვეყნის სამხედროები მონაწილეობენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
წვრთნების სცენარის მიხედვით, სამხედროებმა ალიანსის ქვეყანაზე თავდასხმა უნდა მოიგერიონ. სწავლების მეორე ეტაპზე ისინი ნორვეგიის ქალაქ ალტასთან, რომელიც რუსეთის საზღვრიდან 500 კმ-ში მდებარეობს, „კონტრშეტევა“ უნდა განახორციელონ და ამ დასახლებულ პუნქტთან მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული ტერიტორია უნდა გაათავისუფლონ.
მანევრებში 20 000 სამხედრო მონაწილეობს. ჩართულია ავიაცია და საბრძოლო ხომალდები, ასევე წყალქვეშა ნავები. მათ არიან ფინეთი და შვედეთი. ფინეთი ნატოს წევრი 2023 წელს გახდა, ხოლო შვედეთი ალიანსის წევრი ჯერ არ არის, მაგრამ წვრთნებში მაინც მონაწილეობს. შვედეთი ნატოს წევრი 11 მარტს უნდა გახდეს.
კომენტარები