ლეგენდარული კოსმონავტის, ნილ არმსტრონგის ვაჟები, რიკ და მარკ არმსტრონგები არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ დემიენ შაზელის ბიოგრაფიული ფილმი ანტიამერიკულია. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
„ეს ისტორია უნივერსალურია და მართალია, ამერიკის მიღწევას ასახავს, მაგრამ ეს კაცობრიობის მიღწევაცაა“ – წერია მათ ერთობლივ განცხადებაში.
ბიოგრაფიულ ფილმში, „პირველი ადამიანი“, რომელიც ნილ არმსტრონგის ცხოვრებასა და მთვარეზე მოგზაურობას აღწერს, არ არის სცენა, თუ როგორ აღმართეს მან და ბაზ ოლდრინმა მთვარეზე აშშ-ის დროშა. მთავარი როლის შემსრულებელმა, რაიან გოსლინგმა ეს ასე ახსნა: „ადამიანის მიერ მთვარეზე ფეხის დადგმა იმდენად დიდი მიღწევაა, რომ ეს სცილდება ქვეყნებსა და საზღვრებს“.
დემიენ შაზელის ფილმის პრემიერა ცოტა ხნიის წინ ვენეციის კინო ფესტივალზე შედგა. ფილმის სიუჟეტი ეფუძნება ჯეიმს ჰესენის წიგნს „პირველი ადამიანი: ნილ არსმტრონგის ცხოვრება“.
ნილ არმსტრონგი პირველი ადამიანია, რომელმაც 1969 წლის 20 ივლისს მთვარეზე ფეხი დადგა ედვინ ოლდრინთან ერთად და იქ ორ საათზე მეტ ხანს დაჰყო. არმსტრონგი 2012 წლის 25 აგვისტოს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ატლანტის ოკეანეში დაკრძალეს.
კომენტარები