ამბობენ, პოეტები სხვანაირი ხალხიაო. მათი „სხვანაირობა“ ხან „სულით ობლობით“, ხანაც უიმედო სიყვარულით მჟღავდნება. რომანტიკოსი პოეტი სიყვარულში ორგზის რომანტიკოსი ხდება და ჩანს მეტად სპეტაკი, მეტად ციურია ეს სიყვარული, რომ ის ხორციელ სინამდვილედ იქცეს“.
საქართველოს „ობოლი სულის“, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხსნის გზა ეკატერინე ჭავჭავაძე იყო, თუმცა მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ თანხმობით გიგანტურ ძალას ბორკილებისგან გაათავისუფლებდა და უსაზღვრო გენიას მისცემდა გზას. ვერც ის წარმოედგინა, რომ გავივდოდა წლები, ბარათაშვილის განწირული სულისკვეთება უკვალოდ არ ჩაივლიდა და ახალი თაობებისთვის ეკატერინე ჭავჭავაძე იქცეოდა უგრძნობი, კერპი ქალის სიმბოლოდ, რომელმაც სიყვარული მატერიალურ ღირებულებებზე გაცვალა, უიმედო სიყვარულის სიმბოლოდ კი, პოეტისთვის მხოლოდ ცისფერი ლარნაკი გაიმეტა.
ეკატერინე ტატოზე 2 წლით უფროსი ყოფილა. ერთადაც უთამაშიათ, ერთმანეთის აზრები მოუსმენიათ, უთქმელადაც წაუკითხავთ კიდეც და ცოლქმრობის პირობაც მიუციათ, თუმცა განებივრებულმა კატომ ცხვორების მეგზურად დავით დადიანი აირჩია. ამან პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას მწვავე დაღი დააჩინა. სამწუხაროა, რომ მათ სიყვარულზე, მხოლოდ ტატოს ლექსებეი მეტყველებენ და სასიყვარულო ბარათები არ შემორჩენილა (თუმცა არათუ ბარათი, ბარათაშვილის ფოტოც კი არ გვაქვს).
რომანტიკოსის ამ რომანტიკული, გაიდიალებული სიყვარულის მიღმა არსებობს ბიოგრაფიული ცნობები.
სინამდვილეში, ბარათაშვილს 4-ჯერ ჰყვარებია. არ დაგავიწყდეთ, რომ ის 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბარათაშვილის პირველი სიყვარული ვინმე ნინო ყოფილა. ეს ირკვევა მელიქიშვილის წერილიდან გრიგოლ ორბელიანისადმი, რომელიც ტატოს გარდაცვალების შემდეგ მისწერა. წერილში ნახსენებია ნინო, რომელიც ავტორის თქმით „საწყალი ნიკოლოზის პირველი სიყვარული“ ყოფილა. ერთი ვერსიით, ეს ნინო ორბელიანია. ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის თქმით, პოეტის პირველი სიყვარული მის შემოქმედებაშიც ჩანს.
ნიკოლოზის მეორე სიყვარული ფრანგი ქალი დელფინა ლაბიელი ყოფილა. მისთვის მიუძღვნია ლექსები „ჩემს ვარსკვლავს“ და „ასტრა“(ეს უკანასკნელი დაკარგულია).
ფოტოზე: დელფინა ლაბიელი
ეს მისი ყველაზე ლაღი ურთიერთობა გახლდათ, სიყვარული 2 წელიწადში დასრულებულა, ქალმა პოეტს ვერ გაუგო.
ბერძენიშვილის თქმით,ის, ვინც ნიკოლოზის სულს ჩაწვდა, ეკატერინე ჭავჭავაძე იყო:
„ეკატერინე იმდენად ლამაზი ქალი იყო, მთელი იმდროინდელი კაცები დარაზმულნი იყვნენ. თუ ბარათაშვილის ლექსში გაიელვებს თეთრი ან ცისფერი იცოდეთ, რომ ეს ეკატერინეა. მას ცისფერი თვალები ჰქონდა. იყო რამდენიმე, ვისზეც ეკატერინეს ოჯახმა უარი თქვა. როდესაც დავით დადიანი გამოჩნდა და მას დედოფლობა შესთავაზა, ეკატერინეს ოჯახი დათანხმდა.
„მე არ მგონია, ეკატერინე სიყვარულით გაჰყოლოდა თავადს და მისდამი საყვედურებიც მართებულად არ მიმაჩნია.“
ფოტოზე: ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა
ცნობილი ფაქტია, რომ ეკატერინეს ჯვრისწერის დღეს გული შეუწუხდა.
მისი გადედოფლება კი განგებას ია-ვარდით არ მოუფენია. დავითს და ეკატერინეს ორი შვილი დაეღუპათ, რამაც ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა საბოლოოდ გაანადგურა, ერთ დღესაც ეკატერინე თბილისში დაბრუნდა და სწორედ ამ დროს ნიკოლოზის ემოციებმა ხელახლა იფეთქა.
პოეტის ბავშვობის მეგობრის ლევან მელიქიშვილის გადმოცემით, ბარათაშვილი ეკატერინეს ბანკეტზე შეხვედრია. ქალს სანთლების შუქზე საყურეების „ჩრდილთა ციალი აცისკროვნებდა“.
გონებააბნეულ ნიკოლოზს მისი ცქერისთვის ვერ გაუძლია, ოთახიდან გავარდნილა და ლევანისათვის შეუჩივლია: „ლევან, ლევან! გავგიჟდი მეტი აღარ ვარ. ეკატერინე იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია. კაცი ვერ ნახავს უკეთესს.“ იმ საღამოსვე დაუწერია ლექსი „საყურე“.
ამ პერიოდში ისინი ძალიან დაახლოვდნენ, თუმცა ქალი ქმარს დაუბრუნდა. სინამდვილეში, არც დავით დადიანისთვის ყოფილა ეკატერინე ტრფობის ერთადერთი ობიექტი. დავით დადიანს ელენე ორბელიანი ჰყვარებია.
ბარათაშვილს უკანასკნელი სიყვარული ნახიჩევანში ეწვია, მაშინ როცა მაზრის უფროსის თანაშემწე იყო.
გონჩა ბეიმი (ბეგუმი) 18 წლის ყოფილა, როცა ძალით გაუთხოვებიათ. ბარათაშვილი ქმრისგან გამოქცეული ქალის დახმარებას ცდილობდა. ბერძენიშვილის თქმით, გოგჩაც პოეტი იყო და მათ ერთმანეთის კარგად ესმოდათ.
ფოტოზე: გოგჩა ბეიმი
ვერც ამ სიყვარულმა ააგო ტაძარი…
1845 ივნისს ბარათაშვილი სამუშაოდ განჯაში გადავიდა, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული დაიღუპა.
აკაკი გელოვანის წიგნის „სვეტი ნათლისას“ მიხედვით, გონჩამ თავი მოიკლა.
ბარათაშვილის გადმოსვენებამ 1893 წელს განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნული მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-დან პოეტის ნეშთი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.
კომენტარები