სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას სოციალურ ქსელში, ქართულ ენაზე ულოცავს.
ფაშინიანი იმედოვნებს, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება.
„გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას“, – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე.
1/2 ირაკლი კობახიძე, გულითადად გილოცავთ დანიშვნას. ვარ იმედით სავსე, რომ 🇦🇲-🇬🇪 სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება ჩვენი ხალხების საერთო ღირებულებებს, მტკიცე მეგობრობასა და დემოკრატიულ იდეებს, გააგრძელებს გაფართოებას.
— NIKOL PASHINYAN (@NIKOLPASHINYAN) FEBRUARY 9, 2024
კომენტარები