მარტივი ნიღბის რეცეპტი, რომელსაც კოსმეტოლოგები არ ამხელენ, განსაკუთრებით, იმ ქალბატონებს გამოადგებათ, ვინც ღირსშესანიშნავი დღისთვის ემზადება – ქორწილისთვის, დაბადების დღისთვის ან ბანკეტისთვის.
გლიცერინის ნიღბის რეცეპტი იმდენად მარტივია, რომ არ გჭირდება ძვირად ღირებული ინგრედიენტების შეძენა და დიდი დროის ხარჯვა პროცედურაზე.
გაახალგაზრდავების 5-დღიანი კურსი!
დაგჭირდება:
გლიცერინი – 1 ჩაის კოვზი;
თაფლი – 1 ჩაის კოვზი;
მინერალური წყალი – 1 სუფრის კოვზი;
მჭადის ფქვილი – 1 სუფრის კოვზი;
თავდაპირველად შეათბეთ თაფლი, შეურიეთ მას ფქვილი და გლიცერინი ისე, რომ ყველაფერი კარგად გაიხსნას. შემდეგ დაუმატეთ მინერალური წყალი, შეგიძლიათ იყოს საჭირო დოზაზე მეტი ან ნაკლები, იმის მიხედვით, რა სისქის იქნება ნიღბის მასა. დაიდეთ სახეზე ნიღაბი 30-40 წუთის განმავლობაში. ნიღბის ჩამობანა უმჯობესია გვირილის ნაყენით, რომელიც არ დაარღვევს PH ბალანსს.
შედეგი სასიამოვნოდ გაგაოცებთ თქვენც და გარშემომყოფებსაც. წვრილი ნაოჭები ინიექციის გარეშე გასწორდება, ხოლო კანი გლუვი და ხავერდოვანი გახდება. სხვათა შორის, ეს ნიღაბი შესანიშნავია დეკოლტეს ზონისთვის და ხელებისთვისაც.
ნიღაბი ასევე ათანაბრებს კანის ფერს და არაჩვეულებრივია პლაჟის სეზონისთვის მოსამზადებლად. შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები კანს ულტრაიისფერი სხივებისგან დაიცავს.
გაიკეთე ეს გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ.
კომენტარები