ნიდერლანდებში გადაარჩინეს, რომელმაც ჩაკეტილ სახლში წყლისა და საკვების გარეშე 52 დღე გაატარა. ამის შესახებ Dutch News-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კატა ქალაქ სჰიდამში ცხოვრობდა. მისი პატრონი ივლისის დასაწყისში გაუჩინარდა, სახლი კი აუქციონზე გაყიდეს. როცა ახალმა მფლობელებმა კარი გააღეს, გამოფიტული, მაგრამ ცოცხალი კატა დაინახეს.
ცხოველი თავშესაფარი გადაიყვანეს, სადაც ის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და დაასკვნეს, რომ ამ დროის განმავლობაში კატა ქაღალდს ჭამდა, წყალს კი ონკანიდან სვამდა, რომელიც ჟონავდა.
კატას ფინი დაარქვეს, მისი პატრონი კი ძებნაშია გამოცხადებული. პოლიციას სურს გაარკვიოს რატომ მიატოვა მან ცხოველი.
კომენტარები