• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 16th May 2022
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • COVID-19
  • მსოფლიო
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • საინტერესო
    • ჰოროსკოპი
    • შოუ-ბიზნესი
    • ქალი და მამაკაცი
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტესტები
    • კულინარია
    • სახალისო
    • რელიგია
    • ელ წიგნები

ნიდერლანდების სასამართლომ ორი უკრაინელი გაათავისუფლა, რათა სამშობლოსთვის ომში ჩაერთონ

ნიდერლანდების სასამართლომ ორი უკრაინელი გაათავისუფლა, რათა სამშობლოსთვის ომში ჩაერთონ
52 ნახვა

ჰოლანდიის ბრედას სასამართლომ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან ორი უკრაინელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, რათა მათ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის შეჭრას უკრაინაში – ამის შესახებ Euractiv იტყობინება.

27 და 29 წლის მამაკაცები ლუცკიდან ადამიანებით ვაჭრობის ბრალდებით ექვსი თვით დააკავეს.

ისინი გასული წლის სექტემბერში იახტაზე დააკავეს, როცა ალბანელთა ჯგუფის ბრიტანეთში გადაყვანას ცდილობდნენ.

დაკავებულების ადვოკატმა სასამართლოს სთხოვა მათი გათავისუფლება, რათა ისინი სახლში დაბრუნდნენ და დაიცვან თავიანთი ქვეყანა შემოჭრისაგან.

სასამართლომ დაკავებულები „განსაკუთრებული და მძიმე გარემოების“ მოტივით გაათავისუფლა. მამაკაცები პატიმრობიდან რამდენიმე პირობით გაათავისუფლეს. მათ უნდა მოერიდონ სხვა დანაშაულის ჩადენას, სასამართლოს მოთხოვნით დაბრუნდნენ წინასწარ პატიმრობაში და საჭიროების შემთხვევაში მოიხადონ სასჯელი, თუ სასამართლო კვლავ გადაწყვეტს მათ პატიმრობას.

კომენტარები

← Previous Next →
Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია