• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

„ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“ – გიორგი გაბუნია „მთავარ არხზე“

„ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“ – გიორგი გაბუნია „მთავარ არხზე“
73 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ,  გადაცემაში „შენი შუადღე“, არხზე განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, „მთავარ არხზე“ „ძირეული“ ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც, მისივე განმარტებით, ახლა ის „ნაცების ტელევიზია“ აღარაა.

„სამწუხაროდ, „ნაცების“ ტელევიზიის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამოვნებით და ბედნიერებით ვთქვა, „ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს ეს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ“, – თქვა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ტელევიზიაში ცვლილების შესახებ ინფორმაციას, ტაშით შეხვდნენ, როცა მან თანამშრომლებს უთხრა, რომ ვალდებული აღარ არიან ვინმეს მითითებები გაითვალისწინონ. გაბუნიამ აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად თანამშრომლები გრძნობენ იმ სიმძიმეს, როცა პოლიტიკური გავლენის ქვეშ მუშაობა უწევთ.

ის საუბრისას პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსაც შეეხო და თქვა, რომ პარტიის ყოფილ და ახლანდელ ლიდერსაც პოლიტიკური მხარდაჭერა დაკარგული აქვთ.

„გააკეთონ თვითონ თავისი საქმე, მე გავაშუქებ, რასაც ისინი გააკეთებენ, ან ვერ გააკეთებენ“ – განაცხადა გაბუნიამ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია