ნატოს ქვეყნები უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას აძლიერებენ, სანამ ის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისგან იცავს თავს. შესაბამისი განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მასში აღნიშნულია, რომ უკრაინაში ათასობით ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, ასობით ზენიტური რაკეტა, ათასობით იარაღი და საბრძოლო მასალა მიემართება. მოკავშირეები ასევე მილიონობით ევროს ოდენობის ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ კიევს.
„ბელგიამ, კანადამ, ჩეხეთმა, ესტონეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა, სლოვენიამ, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში საბრძოლო აღჭურვილობა უკვე გაგზავნეს. ალბანეთი, ბულგარეთი, ხორვატია, დანია, უნგრეთი, ისლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები კი კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობენ და უკრაინელი დევნილების მიღებისთვის არიან მზად. იტალია ასევე ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინის მთავრობას, თურქეთმა კი მასთან თავდაცვის სფეროში კავშირები გააღრმავა და ჰუმანიტარული დახმარება შესთავაზა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები