მატრონა მოსკოველის ხატზე საღებავის შესხმის საქმეზე თბილისის საქალაქოს სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ციხეში მიშვებენ“, – დაწერა ნატა ფერაძემ.
არსებული ცნობით, აქტივისტი საპატიმროში ხუთ დღეს გაატარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით იძიებდა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ითვალისწინებს 500-იდან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.
კომენტარები