ლისაბონის „ბენფიკას“ ბრაზილიელი თავდამსხმელი დავიდ ნერეში ახლოსაა, კარიერა „ნაპოლიში“ გააგრძელოს, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
„ნაპოლის“ სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა ფეხბურთელის მხარეს პირად კონტრაქტთან დაკავშირებით უკვე დაუკავშირდა და საკუთარი წინადადება გააცნო.
წყაროს ცნობით, იტალიის 2023 წლის ჩემპიონს ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბენფიკასთთვის“, დაახლოებით, 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, მისი ანაზღაურება კი სეზონში სამი მილიონი ევრო იქნება.
27 წლის დავიდ ნერეში კარიერას „სან პაოლოში“ იწყებდა, ხოლო გამორჩეული წლები ამსტერდამის „აიაქსში“ გაატარა. ის „ბენფიკას“ 2022 წელს შეუერთდა. პორტუგალიური გუნდის მაისურით ჩატარებულ 83 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა.
კომენტარები