საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემების დროს ნახშირის სარგებლის შესახებ ბევრს სმენია. ეს არის ადსორბენტი, რომელიც ორგანიზმში წარმოქმნილ გაზებსა და მავნე ნივთიერებებს შთანთქავს და ორგანიზმიდან ტოქსინები გამოჰყავს, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ნახშირი კანის სხვადასხვა პრობლემას და ჭარბ წონასაც ებრძვის და კბილის მინანქარსაც მშვენივრად ათეთრებს.
ნახშირის მიღება გასახდომად
დეტოქსიკაციის უნარი წყალობით ნახშირს შეუძლია წონის დაკლებაში დაგეხმაროთ.
გააქტიურებული ნახშირი უნდა მიიღოთ (სასურველია ფხვნილის სახით) დილით უზმოზე და ბევრი წყალი უნდა დააყოლოთ. თქვენი წონის ყოველ 10 კგ-ზე, უნდა დალიოთ 1 ტაბლეტი (0,25 გ). ანუ 70 კგ წონის ადამიანი ერთდროულად მიიღებს 7 ტაბლეტს.
გაფრთხილება
კურსი გრძელდება 2 კვირა – არ გადააჭარბოთ!
ამ დროს უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი და ეცადოთ, ნაკლებად მავნე საკვები მიირთვათ. თუ სხვა წამლებსაც სვამთ, ნახშირის მიღებიდან გარკვეული დრო (2 საათი მაინც) უნდა გავიდეს, რათა წამლის ეფექტი არ შემცირდეს.
კურსის ბოლოს იზრუნეთ კუჭისა და ნაწლავების მიკროფლორის აღდგენაზე – დაამატეთ თქვენს რაციონს რძის პროდუქტები.
კურსის დასრულებისთანავე ნუ იჩქარებთ მაღალკალორიულ საკვებზე გადასვლას.
ნახშირის გამოყენება არ შეიძლება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების და კუჭიდან სისხლდენის დროს.
ნახშირი კბილის მინანქრისთვის
ნახშირის უნიკალური თვისებების წყალობით შეგიძლიათ კბილის მინანქარს სიქათქათე დაუბრუნოთ. ამის გაკეთება ძალიან მარტივია:
ჩვეულებრივი კბილის პასტა წაუსვით ჯაგრისზე, დაფშვნილი ნახშირი მოაყარეთ და კბილები გაიხეხეთ.
ეს ხერხი კვირაში მხოლოდ ორჯერ უნდა გამოიყენოთ, რათა მინანქარი არ დაიზიანოთ.
ნახშირის ნიღაბი
ნახშირის ნიღაბი თქვენს კანს ახალგაზრდულ იერს, სილამაზეს და ელესტიკურობას დაუბრუნებს:
ნახშირის აბი დაფშვენით, აურიეთ 1 ჩ/კ ალოეს წვენთან და 1 ჩ/ვარდის წყალთან. მიღებულ ნარევს მწიკვი მარილი და 5 წვეთი ნატურალური ზეთი დაუმატეთ (სასურველია ჩაის ხის)
ნახშირის ნიღაბი სახეზე წაისვით და რომ გაშრება, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!
კომენტარები