• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Friday 03rd February 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • პერსონა
  • Faceამბები
  • ჰოროსკოპი
  • სხვა
    • შოუ-ბიზნესი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • რჩევები
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები
    • Adam’s Shop

ნახეთ რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წამალი

ნახეთ რა ღირს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წამალი
50 ნახვა
0shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ცოტა ხნის წინ ახალი პრეპარატი Hemgenix დაამტკიცა, რომელიც გამოიყენება B ჰემოფილიის, სისხლის შედედების დარღვევის მქონე პაციენტებისთვის. ვინაიდან დაავადება იშვიათია, მას პაციენტთა მცირე ჯგუფზე გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, პრეპარატი საყურადღებოა, განსაკუთრებით მისი მაღალი ფასის გამო. მისი ფასი 3,5 მილიონი დოლარია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჰემოფილია B გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც კაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. ეს ის შემთხვევაა, რა დროსაც პაციენტის სხეული არ გამოიმუშავებს კონკრეტული ცილის (Factor IX) საკმარის რაოდენობას. ეს ცილა შედედებასთანაა დაკავშირებული, რომელიც საჭიროა სისხლდენის შესაჩერებლად ტრავმის შემთხვევაში.

ვინაიდან ჰემოფილიით დაავადებულებს სისხლის შედედების მხრივ პრობლემები აქვთ, დაზიანებისას მათ გახანგრძლივებული სისხლდენა ემუქრებათ. მთლიანობაში, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სახსრებზე, შინაგან ორგანოებსა და ტვინზე, ნათქვამია FDA დოკუმენტში.

ჰემგენიქსამდე, ყველაზე ძვირად ღირებული მედიკამენტი ზურგის კუნთოვანი ატროფიის იშვიათი დაავადების სამკურნალო პრეპარატი იყო.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media