ინტერნეტში 80 წლის რობერტ დე ნიროსა და მისი 10 თვის ქალიშვილის პირველი ფოტო გავრცელდა. პატარა ჯია მამას კალთაში უზის და ოსკაროსანი მსახიობი საოცრად ბედნიერი ჩანს. ცოტა ხნის წინ დე ნირომ გამოცემა People -ს განუცხადა, რომ უმცროს ქალიშვილთან უამრავ მსგავსებას ხედავს.
გამოცემა „დეილი მეილი“ წერს, რომ მსახიობი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზეა და ჯიას დაბადებით მან თითქოს ცხოვრება ხელახლა დაიწყო. დე ნიროს ქალიშვილი პარტნიორისგან, ტიფანი ჩენისგან შეეძინა, რომელიც 45 წლისაა.
კომენტარები