• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday 02nd December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება – რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?

მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება – რას ნიშნავს ეს ჩვენთვის?
1.6K ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

მზის აქტივობა დროთა განმავლობაში იცვლება. ის პიკს ყოველ 11 წელიწადში ერთხელ აღწევს.

შემდეგი ასეთი პიკი 2025 წლისთვის იყო პროგნოზირებული.

მზის აქტივობა გავლენას ახდენს დედამიწაზე და ჩვენს ტექნოლოგიებზე. მზის ნაწილაკთა მოვლენებს შეუძლია დააზიანოს თანამგზავრები და ელექტროსისტემები.

თუმცა, ჯგუფმა, რომელსაც NASA-ს და NOAA-ს მეცნიერები, რობერტ ლიმონი და სკოტ მაკინტოში ხელმძღვანელობდნენ, ალტერნატიული პროგნოზი გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პიკი ერთი წლით ადრე დადგება, 2024 წლის შუაში და მზის ლაქები პროგნოზირებულზე ორჯერ მეტი იქნება. მზის ამჟამინდელი დაკვირვებები სწორედ ამ ალტერნატიულ პროგნოზს უჭერს მხარს.

საინტერესო ის არის, რომ პროგნოზირების მრავალი მოდელი ეფუძნება ციკლის ხანგრძლივობის განრიგს, რომელსაც მზის აქტივობის მინიმუმით ზომავენ. ლიმონი და მაკინტოში უფრო ღრმად წავიდნენ მზის ნამდვილ ლაქებსა და მათ მაგნიტურ მახასიათებლებში.

როდესაც მზის ციკლი მთავრდება, ეს მყისიერად არ ხდება. ეს გახლავთ ნელი გადასვლა მდგომარეობაში, რომელშიც უფრო ნაკლები მზის ლაქა ჩნდება ძველ ციკლთან დაკავშირებული მაგნიტური მახასიათებლებით და უფრო ბევრი ახალ ციკლთან დაკავშირებული მახასიათებლებით.

ახალი პროგნოზი იყენებს ტერმინატორს — დროს, როდესაც ძველი ციკლის უკანასკნელი ლაქაც მიილევა, რაც მზის ციკლის დასასრულზე მიუთითებს. ამან შეიძლება განაპირობოს ციკლის ხანგრძლივობის სხვადასხვა დრო. მაგალითად, ბოლო მინიმუმი 2019 წლის დეკემბერშიიყო, მაგრამ ტერმინატორი სინამდვილეში 2021 წლის დეკემბერში მოხდა. ამის შემდეგ, წინა ციკლის ხანგრძლივობაზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა შექმნა პროგნოზები იმის შესახებ, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს მომავალი ციკლი.

რას ნიშნავს ჩვენთვის მზის გაზრდილი აქტივობა, რადგან ციკლი მალე მიაღწევს პიკს?

ვინაიდან მზე ანთებებისა და სხვა მოვლენებისას, როდესაც მატერია კოსმოსში იტყორცნება, დიდი ოდენობით ენერგიას გამოყოფს, არის შანსი, რომ ზოგიერთი მათგანი დედამიწას მოხვდეს, თუ იმ დროს პლანეტა შესაბამის ადგილას აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დედამიწას საკუთარი მაგნიტური ფარი აქვს, რომელიც ჩვენ ამისგან გვიცავს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია