პოლიტოლოგი ლევან ლირთქიფანიძე სათამაშო ბიზნესის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ქართველის სპორტსმენების განცხადებებს გამოეხმაურა:
მუჰამედ ალი ციხეში წავიდა, რადგან ვიეტნამის ომს იმპერიალიზმის გამოვლინებად მიიჩნევდა და არ სურდა ხალხის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობა. კარიერაც დაიზიანა, ჰონორარებიც დაკარგა, რადგან მხარს უჭერდა მარტინ ლუთერ კინგსა და სამოქალაქო მოძრაობას. ძალიან საწყენი, არაგონივრული და არავაჟკაცური ნაბიჯია ამ უსაყვარლესი გოლიათების მხრიდან – წერს ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები