რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის მახლობლად მოხალისეების კოლონა დაცხრილეს, – ამის შესახებ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.
უკრაინის ომბუდსმენის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, მტრის სამიზნე 5 ავტობუსი გახდა.
მისი თქმით, სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა.
„რუსები ჰუმანიტარული დერეფნებით, ჩერნიგოვიდან მოქალაქეებს გასვლის საშუალებას არ აძლევენ და ათიათასობით ადამიანი ფაქტობრივად მძევლადაა აყვანილი საჭმლის, წყლისა და გათბობის გარეშე. მსგავსი ქმედებები სისხლის სამართლის საერთაშორისო ქარტიის მე-7 და მე-8 მუხლების მიხედვით, რუსეთის ჯარების კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი მორიგი სამხედრო დანაშაულია“, – აღნიშნავს დენისოვა.
კომენტარები