ქალაქ კორდობას ესპანურ ზოოპარკში მსოფლიოში ყველაზე “სევდიანი” სპილო მოკვდა. The local-ის ინფორმაციით ცხოველი 43 წლის განმავლობაში გალიაში მარტო ცხოვრობდა.
მდედრ სპილოს, სახელად “ფლავიას” დეპრესია ტანჯავდა, რაც მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. 47 წლის გიგანტური არსება ვოლიერში წაიქცა და ვეღარ ადგა. კორდობას მერიის გარემოსდაცვის სამსახურის თანამშრომლის, ამპარო პერნიჩის განცხადებით “ფლავია” მათი ულამაზესი ქალაქის სიმბოლო იყო და ის ყველას მოენატრება. წლების განმავლობაში ცხოველთადაცვის ორგანიზაციები სპილოს გათავისუფლებისთვის იბრძოდნენ და მისთვის ველურ ბუნებაში ადგილსაც ეძებდნენ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად “ფლავიამ” სიცოცხლის ბოლომდე ზოოპარკში იცხოვრა.
კომენტარები