• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Wednesday 22nd March 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის მოუმზადებელია – „წითელი ჯვარი“ ქვეყნებს აფრთხილებს

მსოფლიო შემდეგი პანდემიისთვის მოუმზადებელია – „წითელი ჯვარი“ ქვეყნებს აფრთხილებს
47 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადებით, შემდეგი პანდემიისთვის ყველა ქვეყანა მოუმზადებელია.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მომავალი კრიზისები შესაძლოა, სავარაუდო კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კატასტროფებთან იყოს დაკავშირებული.

მიუხედავად COVID 19-ის პანდემიის სამი სასტიკი წლისა, ქვეყნები მაინც მოუმზადებელი არიან.

საერთაშორისო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა, მზადყოფნის გეგმები წლის ბოლომდე განაახლონ.

მსოფლიოს უდიდესმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნდობის, თანასწორობის და ადგილობრივი მოქმედების ქსელების ჩამოყალიბება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომზადებისთვის.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები უნდა იყვნენ მომზადებული მრავალჯერადი საფრთხისთვის. ასევე ნათქვამია, რომ ქვეყნებმა უნდა გადახედონ თავიანთ კანონმდებლობას, რათა დარწმუნდნენ, რომ იგი შეესაბამება  პანდემიისადმი მზადყოფნის გეგმებს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია

Adam's Media