მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს ემშვიდობება.
აღნიშნულის შესახებ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
„მშვიდობით ჩემო ძვირფასო ბიძია ვაჟა…
რამდენი ძვირფასი და დაუვიწყარი საჩუქარი დაუტოვე ჩვენს სამშობლოს…
ყველას მადლიერებას ჩემი მოკრძალებული მადლობაც მინდა შევუერთო,“ – წერს რაჭველი.
ვაჟა აზარაშვილი მახათას პანთეონში გუშინ, 10 თებერვალს დაკრძალეს.
კომპოზიტორი 87 წლის ასაკში 7 თებერვალს გარდაიცვალა.
კომენტარები