32 წლის ამერიკელმა მსახიობმა, კარა კიფმა Instagram-ზე სულისშემძვრელი ფოტო გამოაქვეყნა. მასზე ჩანს დარდით განადგურებული დედა, რომელიც გულზე ახალშობილ ჩვილ ვაჟს იხუტებს, რომელიც მშობიარობისას დაიღუპა.
ქალის მეუღლე, ფეხბურთელი კაილ ბოსვორტი ცოლს ეხვევა და ამავდროულად შვილის პაწაწუნა ხელი უჭირავს.
დღეს 3 კვირის გახდებოდი. გაიღვიძებოდი და დაგვანახებდი, როგორი ხარ.
მე ვისწავლიდი, როგორია ორი შვილის დედობა… შენი დაიკო კითხვებს დამისვამდა შენს ჭიპზე, მამიკო კი მეგობარ ფეხბურთელებთან იტრაბახებდა, რომ მისი ვაჟი უკვე მათ ჯობნის…
ვიქნებოდი დაღლილი, მაგრამ ბედნიერი. ამის ნაცვლად კი… ძალიან გვენატრები
კარამ თავის ხელმომწერებს არამხოლოდ დარდი გაუზიარა, მოუწოდა მხარი დაუჭირონ სხვა წყვილებს, რომლებსაც მსგავსი გადახდათ.
მსახიობი აცხადებს, რომ მან და მისმა მეუღლემ ურთულესი გადაწყვეტილება მიიღეს – მათი ახალშობილი ორგანოების დონორი გახდება. ამ გზით მან იქნებ სხვების სიცოცხლე გადაარჩინოს.
წყვილს 4 წლის ქალიშვილი ჰყავს, რომლის ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ სოციალურ ქსელში.
კომენტარები