წყვილი სამი თვის განმავლობაში ერთმანეთს ყოველდღიურად ხვდებოდა. მამაკაცი ადვოკატია, ქალი – პედაგოგი. ბუნებაში სეირნობდნენ, მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებს სტუმრობდნენ… პირველი შეხვედრიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ კაცმა ქალი იმავე კაფეში დაპატიჟა, სადაც პირველად შეხვდა. ქალი გრძნობდა, რომ საყვარელი მამაკაცი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის ამზადებდა, თუმცა რაც მოხდა, ვერაფრით წარმოიდგენდა.
მამაკაცმა პორტფელიდან ორი ნივთი ამოიღო: პატარა ყუთი, რომელშიც ჩვეულებრივ, საქორწინო ბეჭდები ინახება და საკანცელარიო საქაღალდე. მან ქალს თვალებში ჩახედა და უთხრა: ქორწინებისთვის აუცილებელია გარკვეულ პირობებზე დათანხმება. თუ პირობებს არ დათანხმდები, ჩვენი ურთიერთობა აქ და ახლა დამთავრდება.
ფიქრობთ, რომ საუბარი ჩვეულებრივ საქორწინო ხელშეკრულებას ეხებოდა?
მომავალმა ქმარმა ქალს 60 ოდნავ განსხვავებული პირობის განხილვა შესთავაზა. მათგან რამდენიმეს ქვემოთ შემოგთავაზებთ:
ოჯახის შესახებ:
1. მეუღლეებს ღამე სხვადასხვა ოთახებში სძინავთ.
2. ერთობლივი მოგზაურობა წელიწადში ერთხელ. წელიწადში ორჯერ მეუღლეები ცალ-ცალკე ისვენებენ. ცოლს მიმართულების არჩევის უფლება აქვს, ხარჯებს ქმარი ფარავს.
3. ალკოჰოლური სასმელები ორივე მეუღლისთვის აკრძალულია, მათ შორის, დღესასწაულებზე.
4. ცოლი ყოველთვის სახლში უნდა იყოს, როცა ქმარი სამსახურიდან მოდის.
5. ერთ-ერთი მეუღლის (ქმრის ან ცოლის) მხრიდან ფიზიკური ღალატი განქორწინების ან ეჭვიანობის მიზეზი არაა.
ყოველდღიური ცხოვრების შესახებ
6. სახლში ცხოველები არასოდეს იქნებიან.
7. სახლი ყოველდღიურად, სველი წესით უნდა დალაგდეს.
ბავშვების შესახებ
8. ბავშვები უნდა დაიბადონ თხის რქის, მშვილდოსნის ან ტყუპების ნიშნით.
9. მომავალი ბავშვების სახელების სავალდებულო სია (დანართი)
10. მეუღლეთა მშობლები შვილიშვილების აღზრდის პროცესში არ ერევიან.
11. მშობლები და 14 წლამდე შვილები ერთსა და იმავე დროს – 21.00-22.00 იძინებენ.
ფინანსების შესახებ
12. მეუღლეთა ყოველთვიური შემოსავალი მიმდინარე ანგარიშზე აისახება. საჭირო თანხის მოხსნა ადრე შეთანხმებული ხარჯვის გეგმის მიხედვით მოხდება.
13. ცოლს ქმრის ხარჯების გაკონტროლების უფლება არ აქვს.
14. ცოლმა თავისი ხარჯები კომპიუტერში უნდა შეიყვანოს თვის ბოლოს ქმარს ანგარიში ჩააბაროს.
ცოლის შესახებ
15. ცოლის წონა სიმაღლისა და ასაკის შესაბამისი უნდა იყოს. ზედმეტი კილოგრამები დაუშვებელია.
16. ცოლი ვალდებულია ყოველთვის მოვლილი იყოს და მოდის მიხედვით ეცვას.
17. ცოლს შეუძლია მხოლოდ მეოთხედ განაკვეთზე იმუშაოს (სურვილის შემთხვევაში), დანარჩენი დრო კი შვილებსა და მეუღლეს უნდა დაუთმოს.
18. ცოლმა მხოლოდ ვერსაჩეს ბრენდის სუნამო – Bright Crystal უნდა იპკუროს.
19. ქმარი არასოდეს უყვება ცოლს თავისი სამუშაოს შესახებ.
20. თითოეული მეუღლე მეგობრებთან და ნათესავებთან სახლის გარეთ ურთიერთობს.
21. ცოლს უფლება არ აქვს თავისი და ოჯახის ფოტოები სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნოს. ინტერნეტით სარგებლობა დღეში არაუმეტეს ერთი საათისა.
22. ქმარს უფლება აქვს კვირაში ერთხელ ცოლის ტელეფონი და შემომავალი და გამავალი ზარების ამონაწერი შეამოწმოს.
23. თუ ერთ-ერთ მეუღლეს ურთიერთობის გაწყვეტა სურს, მან მეორე მეუღლეს სასამართლოში განცხადების შეტანამდე სამი თვით ადრე, წერილობით უნდა აცნობოს.
ქალმა შეთანხმების საფუძვლიანად შესწავლისთვის 24 საათი ითხოვა. საბოლოოდ, მან შეთანხმებაში შესწორებები მხოლოდ მომავალ შვილებთან დაკავშირებით შეიტანა, სხვა პუნქტებზე კი დათანხმდა…
***
ამ წყვილის ქორწინება უკვე 12 წლისაა. მათ სამი შვილი ჰყავთ და ბედნიერი ოჯახი აქვს.
ქალი ამბობს, რომ უზომოდ მადლობელია ქმრის, რომელმაც თავისი მოთხოვნების შესახებ თავიდანვე გააფრთხილა. გარშემო ხომ უამრავი ქალია, რომელიც ცოლად ოცნების პრინცს გაჰყვა, რომელიც ურჩხული აღმოჩნდა.
ჩვენ ჩხუბის მიზეზიც კი არ გვაქვს. უფრო მეტიც, ჩვენი ოჯახური ხელშეკრულების ბევრი პუნქტი ძალიან სასარგებლოა. ისინი ფულის ეკონომიურად ხარჯვაში და გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებაში გვეხმარებიან – ამბობს ქალი.
შეიძლება იკითხოთ, ქალმა რატომ არ შეადგინა მოთხოვნების სია?
მანაც შეადგინა, მაგრამ მასში მხოლოდ 4 მოთხოვნა შედიოდა: არასოდეს მომატყუო; არასოდეს დამამცირო; დამტოვე, თუ გრძნობები გაცივდა; გიყვარდეს შვილები და იზრუნე მათზე. სხვა დანარჩენი, წვრილმანებია.
კაცს ცოლის არც ერთი მოთხოვნა არ დაურღვევია.
კომენტარები