მოჭრისგან რომ გადაერჩინა, ეკოაქტივისტმა ჯულია ჰილმა 1500 წლის კალიფორნიულ წითელ ხეზე 738 დღე გაატარა, თანაც ისე, რომ მიწაზე ერთხელაც არ დაშვებულა.
კალიფორნიული საკვოია, სახელად „ლუნა“, ჯერ კიდევ მაშინდელის, სანამ ამერიკის კონტინენტზე ევროპელები გამოჩნდებოდნენ.
მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს სოფელ სტაფორდის მიმდებარე ტერიტორიის ბებერი საკვოიებისგან გაწმენდა გადაწყდა. ეკო აქტივისტებმა ხეების მოჭრასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება გაპროტესტეს, მით უფრო, რომ რამდენიმე ადგილზე ამას მეწყერი და სახლების ნგრევა მოჰყვა.
ხეების დამცველებმა ხეზე ჯდომის საინტერესო ტაქტიკას მიმართეს. პირველად ეს მეთოდი 1985 წელს, ორეგონში გამოიყენეს, როდესაც მომიტინგეებმა ხეზე ასვლის გზით ტყის ჭრის შეჩერება შეძლეს.
მას შემდეგ, აქტივისტებმა ხეების დაცვის ამ მეთოდს არაერთხელ მიმართეს.
1997 წლის დეკემბერში სტაფორდის მახლობლად არსებული ტყეების ხეებს იცავდა აქტივისტების ჯგუფი, რომლის წევრი იყო ჯულია ჰილი, მეტსახელად “პეპელა”. 1997 წლის 10 დეკემბრიდან 1999 წლის 18 დეკემბრამდე ჯულია უზარმაზარი სეკვოიას ტოტებზე აშენებულ სახლში ცხოვრობდა და მიწაზე მხოლოდ მაშინ დაეშვა, როდესაც „ლუნას“ და მის ირგვლივ მყოფ ხეებს აღარაფერი ემუქრებოდათ.
ორი წლის მანძილზე ჯულიას კოკისპირულ წვიმასთან და ქარიშხალ ელ ნინოსთან გამკლავება მოუწია, როდესაც ქარის სიჩქარე საათში 40 კილომეტრს აღწევდა. ჯულია სამყაროს მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა, რომელიც მზის სხივებზე იმუხტებოდა.
მიწაზე დაბრუნების შემდეგ ჯულიამ საქმიანობა ეკოლოგიის სფეროში განაგრძო. მან ხეების გადასარჩენად ბრძოლის გამოცდილების შესახებ წიგნი დაწერა და კონსერვაციის ფონდი დააარსა.
კომენტარები