• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday 02nd December 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • კონფლიქტები
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მხედველობის უეცარი კარგვა ან გაორება; წონასწორობის დარღვევა, თავბრუხვევა… – როგორ „მივუხვდეთ“ ინსულტს

მხედველობის უეცარი კარგვა ან გაორება; წონასწორობის დარღვევა, თავბრუხვევა… – როგორ „მივუხვდეთ“ ინსულტს
243 ნახვა
0 shares
  • Facebook
  • Twitter
  • LinkedIn

ინსულტი ზრდასრული მოსახლეობის ნომერ მე-4 „მკვლელად“ ითვლება, თუმცა, ყოველი 19 სასიკვდილო შემთხვევიდან ფატალურად მხოლოდ ერთი სრულდება. ამავდროულად ინსულტი წარმოადგენს მძიმე ფორმის, ხანგრძლივი და მდგრადი უნარშეზღუდულობის წამყვან #1 მიზეზს.

ცნობისთვის, აშშ-ში ინსულტი ყოველ 40 წამში ხდება და ყოველ 4 წუთში ფატალური შედეგით სრულდება.
ნევროლოგი, კახა ახვლედიანის თქმით, ინსულტი, შესაძლოა, განუვითარდეს ნებისმიერი ასაკის, სქესის, წარმომავლობის, ენიკურობის, რასის, სოციალური სტატუსის, გავლენის და ძალაუფლების მქონე ადამიანს (ინსულტის მსხვერპლი – მე-20 საუკუნის სამი უდიდესი ადამიანი, მე-2 მსოფლიო ომის გამარჯვებული და მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღრელი ლიდერი – რუზველტი, სტალინი, ჩერჩილი)
თუმცა, ექიმის თქმით, ინსულტი განაჩენი არ არის და მისი პრევენცია, მკურნალობა შესაძლებელია.
„ინსულტის პრევენციისთვის საჭიროა იმ რისკ-ფაქტორების შემცირება, რომელიც მის მთავარ გამომწვევ რისკ-ფაქტორებად მიიჩნევა – თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, უძრავი ცხოვრების წესი, ჭარბი წონა და სიმსუქნე;

აგრეთვე ისეთი დაავადებები, როგორიცაა სისხლის მომატებული წნევა, წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), შაქრიანი დიაბეტი,“ – ამბობს ექიმი კახა ახვლედიანი.

მისი თქმით, უნდა გამოვყოთ რამდენიმე ფაქტი:
მწეველებისთვის, არამწეველების ფონზე, ასევე იმ პირებთან შედარებით, ვინც მოწევას თავი ათ წელზე მეტი ხნის წინ დაანება – ინსულტის რისკი 2-4 ჯერ მეტად იზრდება.

„სისხლის ნორმალური წნევის 120/80-ზე მქონე პირები, მომატებული წნევის მქონე პირების ფონზე, ინსულტის განახევრებული რისკის ქვეშ იყოფებიან.

აგრეთვე, უნდა გვახსოვდეს, რომ ფიზიკური აქტივობა ინსულტის რისკს 35%-ით ამცირებს.
და რაც მთავარია, ალკოჰოლს გააჩნია J ფორმის ეფექტი ინსულტის რისკზე…

ინსულტის გამოვლენის სიმპტომები ასეთია – F.A.S.T – სახის ასიმეტრია, ხელის ცალმხრივი სისუსტე ან დაბუჟება, მეტყველების დარღვევა ან გაძნელება, დაავადების სწრაფი განვითარება (დარტყმა).

მხედველობის უეცარი კარგვა, ან გაორება; წონასწორობის და სიარულის უეცარი დარღვევა, თავბრუხვევა; გონების კარგვა, გულყრა, კრუნჩხვა; უეცარი მოულოდნელი ძლიერი თავის ტკივილი გულისრევით და ღებინებით;

ინსულტი მედიცინაში გადაუდებელ მდგომარეობას მიეკუთვნება, როგორც ამბობენ ამბობენ – „დრო არის ტვინი“. ამიტომ, საჭიროა სწრაფი რეაგირება, იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებული პირი, შესაძლოა, პრობლემის წინაშე თავად უძლური იყოს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია