აფრიკის ქვეყნების ზოგიერთ პატრიარქალურ თემში ამ დრომდე შემორჩენილია საშინელი ტრადიცია, რომელსაც გონივრული ახსნა არ მოეძებნება…
მოზარდი გოგონების მკერდის „დაუთოება“ ერთგვარი ტრადიციაა – გახურებული საგნით გოგონების სარძევე ჯირკვლების დეფორმირება ხდება. ამას ვინმე უცხო კი არა, თავად გოგონას მშობლები აკეთებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ამობურცული მკერდი, რაც სქესობრივი სიმწიფის სიმბოლო გახლავთ, მამაკაცების არაჯანსაღ ყურადღებას იწვევს.
„მკერდის დაუთოების“ ფაქტები განსაკუთრებით ხშირია კამერუნში. კამერუნელი დედები საკუთარ გოგონებს მკერდს გახურებული ქვებით უწვავენ, რათა მამაკაცების მხრიდან სექსუალური ძალადობისგან დაიცვან. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტრავმის შემდეგ გოგონებს შვილების საკუთარი რძით გამოკვება აღარ შეუძლიათ.
კომენტარები