თესალიაში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ რამდენიმე ადამიანი გაუჩინარებულია და მათ კვალზე ამ დრომდე ვარ გადიან.
უამრავი ადამიანი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი, დატბორილია მათი სახლები.
ტელეკომპანია Open-თან ერთ-ერთი გაუჩინარებული მამაკაცის 17 წლის ვაჟი ამბობს, რომ ახსოვს მამის ბოლო სიტყვები, როდესაც უთხრა, რომ ვეღარაფერს ეჭიდებოდა, ძალა აღარ ჰქონდა, ხოლო შემდეგ მოვარდნილმა წყალმა წაიღო და მას შემდეგ აღარ უნახავს.
„მახსოვს თითოეული დეტალი, თითოეული სიტყვა, რომელიც მამაჩემმა მითხრა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მან გადაწყვიტა, მანქანით გადაგვეკვეთა წყლის არხი, რომელიც წვიმისგან საკმაოდ ადიდებული იყო. მანქანაში ვცდილობდით ვინმეს დავკავშირებოდი და შევძელით, დავრეკეთ და დახმარება გამოვიძახეთ. წყალი იმდენად სწრაფად მოდიოდა, რომ მანქანას ვეღარ იმორჩილებდა, შემდეგ შეძლო, რომ ხემდე მივსულიყავით და იქ გამოედო, რომ გაჩერებულიყო. სამწუხაროდ, წყალმა მანქანაში შემოსვლა დაიწყო და ივსებოდა, შესაბამისად, უნდა გადმოვსულიყავით.
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვახერხე და მის სახურავზე ავედი, შემდეგ წყალი კიდევ უფრო აჩქარდა და მამაჩემი გაიტაცა, მახსოვს ბოლო სიტყვები, მითხრა, რომ ვეღარ ეჭიდებოდა, ძალა აღარ ჰქონდა და შემდეგ უკვე აღარ მინახავს. მხოლოდ მისი შარვალი ვიპოვეთ,” – ამბობს ბიჭი.
კომენტარები