ვინ მოაშორებს სტალინის გამოსახულებას წმინდა მატრონა მოსკოველის ხატიდან? – ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საპატრიარქომ უნდა გააკეთოს და არა “პატრიოტთა ალიანსის” მიერ შერჩეულმა ხატმწერმა.
“პირველების” კითხვაზე, ცვლილებები რატომ უნდა შეიტანოს საპატრიარქომ, პრორუსული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვრცლად არ საუბრობს. სავარაუდოდ, ინაშვილს ახალი პრეტენზიების თავიდან არიდება უნდა.
ხატი არ გავა სამების ტაძრიდან, არავითარი გატანის საჭიროება არ არის, მოხდება ტექნიკური ცვლილება რამდენადაც მე ვიცი. ვინ გააკეთებს ამას, როდის გააკეთებს, როგორ გააკეთებს, ეს საკითხები მგონი არ არის საინტერესო, გააკეთებენ – ან საპატრიარქო გააკეთებს, ან ჩვენი ხატმწერი გააკეთებს, მე მირჩევია საპატრიარქოს წარმომადგენელი მიბრძანდეს და გააკეთოს ის, რასაც თვლის საჭიროდ და ა.შ. მგონი ამოწურულია ეს საკითხი, გააკეთებს, ვიღაც მივა და გააკეთებს, კი ბატონო, შეიცვალოს ეს 10-სანტიმეტრიანი ფიგურა, ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ამაში. ხატი არის კანონიკური, ამაზე დისკუსია მიმაჩნია უაზრობად,“ – ამბობს ირმა ინაშვილი.
კომენტარები