ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მინსკში ამერიკის საელჩოს მუშაობა შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას „უნიანი“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. „აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა შეაჩერა საელჩოს საქმიანობა მინსკში (ბელორუსია) და თანამშრომლები გამოჰყავს, ასევე, რუსეთში არსებულ საელჩოში დასაქმებული თანამშრომლების ნაწილს და მათი ოჯახის წევრებს, უფლება აქვს ქვეყანა დატოვონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინსკში აშშ-ის საელჩო მუშაობას აჩერებს

კომენტარები