„რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიტიური დაფინანსებაა, მაგრამ რაზეც კითხვები გვაქვს, პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ და სწორედ გამჭვირვალობის კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ „ენჯეოები“ როგორ ფინანსდებიან“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ამერიკაშიც ბრძოლა მიდის და იგივე პროცესი მიმდინარეობს ევროპაშიც. მისი თქმით, ოპოზიციონერ ლიდერებს გამბედაობა არ ჰყოფნით სიმართლე ილაპარაკონ.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია ამ კანონპროექტის მიღება – გამჭვირვალობა, რომელიც უნდათ, რომ უარყოფით კონტექსტში გამოიყენონ, იმ ძალას მიესადაგება, რომელმაც შეიძლება ის პროცესი დაგეგმა, რაზეც გუშინ საუბარი იყო – დღეს ქილიკის საგანია „გლობალური ომის პარტია“ – „ხალხის ძალა“ დიდი ხანია ამ თემაზე ვსაუბრობთ.
თქვენგან, არც ერთისგან არ მომისმენია რა ხდება ევროპაში, რატომ იძახის მაკრონი, რომ ჩვენ ვასალები არ უნდა ვიყოთ და ევროპა უნდა მივხედოთო. მსახურები ხართ – რასაც გეტყვიან, ყველა იმ დირექტივებს ასრულებთ, არც გამბედაობა გყოფნით. დიახ „გლობალური ომის პარტიაა“ – ამერიკაშიც როგორი ბრძოლა მიდის ერთმანეთში, როგორია ეს პროცესები ევროპაშიც და როგორ მიდის საუბარი დამოუკიდებლობაზე ევროპაში.
დიახ, 2008 წლის ომთან დაკავშირებითაც დავალებას ასრულებდით – დავალება იყო ის, რომ სიტუაცია დაგეთბოთ. ბოკუჩავამ არ დამალა, „მაშინ მოგვიწოდეს, რომ სიტუაცია უნდა დაგვეთბო.“ სტრატეგიული ობიექტები [რუსეთს] მიყიდეთ, რადგან „გლობალური ომის პარტიას“ ასე სჭირდებოდა. ფაქტებზე გესაუბრებით – ეს არის განსხვავება.
დასავლეთს პარტნიორებად ვთვლით, მაგრამ არ დავუხრით თავს, სიმართლეზე ვესაუბრებით. ამ ყველაფერს გამჭვირვალობა სჭირდება. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პოზიტიური დაფინანსებაა, მაგრამ რაზეც კითხვები გვაქვს, პასუხები ჯერ ვერ მივიღეთ და სწორედ კანონი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გავარკვიოთ „ენჯეოები“ როგორ ფინანსდებიან, რა მიზნები აქვთ და ა.შ.“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომენტარები