პეტრე კოლხი გადაცემა „პირველი სტუდიის“ სტუმარი იყო. წამყვანის კითხვაზე: შესაძლებელია თუ არა მღვდლის შემოსავლით ცხოვრება? ის პასუხობს, რომ გამორიცხულია.
მისივე თქმით, არიან ძალიან მდიდარი მღვდლები, ძირითადად მღვდელმთავრები და ასევე, არიან სასულიერო პირები, რომლებსაც ძალიან უჭირთ.
პეტრე კოლხი მადლობას უხდის მეგობრებს, რომლებიც მას ფინანსურად ეხმარებიან. „მადლობა ღმერთს მრევლისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის, და კიდევ ბევრი რამისთვის. არ მეზარება შრომა, ჩემი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარე მქონდეს შემოსავალი. როცა გვყავს განათლებული სასულიერო პირები, მათ არ უნდა ჩამოვართვათ ლექციების წაკითხვის უფლება. მწყურია ლექციების წაკითხვა“ – ამბობს პეტრე კოლხი.
კომენტარები