
„არ არსებობს და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება,“- ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დაწყების წინ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა, მეუფე მიქაელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ყველას გილოცავთ მამა გაბრიელის ხსენების დღეს, რა საკითხებზეც ვიმსჯელებთ, რომ გამოვალთ აუცილებლად გეცოდინებათ. ახლა მივდივართ და ვარკვევთ საკითხებს. არა, როგორ გეკადრებათ, {პატრიარქის} რა გადადგომა, როგორ შეიძლება.
არ ვიცი ამაზე თეოლოგები რატომ საუბრობენ, ჩვენ ეპისკოპოსები ვართ და ვართ დინჯად, წყნარად, საქართველოს გაძლიერებაში და ეკლესიის გაძლიერებას ვემსახურებით. არ არსებობს ეგ და არც იარსებებს დღის წესრიგში პატრიარქის გადაყენება. ეს დაწესებულება ხომ არ არის?ღმერთი წყვეტს ზემოდან“, – განაცხადა მეუფე მიქაელმა.
კომენტარები