ამერიკელმა მეცნიერებმა წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს. კლინიკა“ მაიოს“ სპეციალისტებმა უნიკალური პლასტირი შექმნეს. პლასტირის უნიკალურობა ელექტროდებშია, რომელიც ზურგის ტვინში ნერვული დაბოლოებების სტიმულირებას ახდენს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ექიმების განმარტებით, პლასტირი პაციენტის ხერხემლის სვეტზე მაგრდება, მისი დახმარებით კი ადამიანს ეტაპობრივად უბრუნდება გადაადგილების და ასევე საკუთარ კიდურებზე კონტროლის საშუალება.
უნიკალური პლასტირი უკვე გამოსცადეს ყოფილ სპორტსმენზე. კლინიკის თანამშრომლების მტკიცებით, ჯერედ ჩინოკი, რომელმაც 5 წლის წინ ხერხემალი სნოუბორდზე სრიალისას დაიზიანა, პლასტირისა და ექიმების დახმარებით კვლავ ცდილობს ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.
მკურნალობის პროცესი ჯერედისთვის იმდენად საინტერესო და იღბლიანი აღმოჩნდა, რომ ის რამდენიმე თვეში საკუთარ ფიზიოთერაპევტზე დაქორწინდა.
კომენტარები