მეცნიერებმა დღის ყველაზე ცუდი და საუკეთესო დრო დაადგინეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დილის 5 საათი ოფიციალურად არის დღის ყველაზე ცუდი დრო, განწყობის, ცირკადული საათის და სხვა ფაქტორების მიხედვით.
The New York Post წერს, რომ ამ 60 წუთის განმავლობაში ადამიანები აფიქსირებენ ყველაზე დაბალ განწყობას. თუმცა, საღამოს 5 საათზე ადამიანების უმეტესობა ყველაზე მხიარულია.
„გუნება-განწყობა ბუნებრივად ტრიალებს, ის ყველაზე დაბალია დილით და ყველაზე მაღალი – საღამოს, ძილის ნაკლებობის მიუხედავად“, – განმარტა ბენჯამინ შაპირომ, კვლევის წამყვანმა ავტორმა და ფსიქიატრმა.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ადამიანის განწყობა გარკვეულ რიტმს მიჰყვება.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ განწყობა მიჰყვება რიტმს, რომელიც დაკავშირებულია სხეულის შიდა საათთან და ამ საათის გავლენა იზრდება, რაც უფრო დიდხანს რჩება ადამიანი ფხიზლად“, – თქვა კვლევის უფროსმა ავტორმა დენი ფორგერმა.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ დროსა და განწყობას შორის ზემოხსენებულ კორელაციასთან ერთად, მონაწილეთა განწყობა უარესდებოდა იმის მიხვედით, თუ რამდენად დიდხანს რჩებოდნენ ფხიზლად.
„ძილის ნაკლებობა ცალკე პროცესია, რომელიც კიდევ უფრო აქვეითებს განწყობას“, – განმარტავს შაპირო.
კომენტარები