
ავსტრალიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა ადამიანებსა და თაგვებში მანამდე უცნობი „მიკროორგანოები“ აღმოაჩინეს, რომლებიც ადამიანის იმუნური სისტემის მუშაობაში მონაწილეობენ. ამის შესახებ Science Alert-ი წერს.
მიკროორგანები თხელ და ბრტყელ სტრუქტურებს წარმოადგენს, რომლებიც ლიმფური კვანძების ზედა ნაწილში მდებარეობს. თავადაპირველად ისინი თაგვებში აღმოაჩინეს და subcapsular proliferative foci-ი უწოდეს.
ეს სტრუქტურები დროებით ყალიბდება, ხოლო პატარა ზომები მათ შეუმჩნეველს ხდის. სწორედ ამ მიზეზით ხსნიან მეცნიერები იმას, რომ ეს მიკროორგანოები მანამდე არ ჰქონდათ აღმოჩენილი.
კომენტარები