ვიაგრას ადამიანების უმეტესობა სექსუალი ფუნქციის გამააქტიურებელ პრეპარატად იცნობს, თუმცა ირკვევა, რომ მას ადამიანებისთვის სხვა სარგებლის მოტანაც შეუძლია. ახალი კვლევის შესახებ, რომელიც აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჩაატარეს, Unilad-ი წერს.
კვლევით დადგინდა, რომ ვიაგრას შეუძლია ასაკთან დაკავშირებული თვალის ბადურა გარსის პათოლოგიის, მაკულარული დეგენერაციის შეჩერება.
კვლევის ფარგლებში, 50 წელს გადაცილებულ ხუთ ადამიანს, ორი წლის განმავლობაში, ყოველდღე ვიაგრას ორ აბს აძლევდნენ. ორი წლის შემდეგ მათგან ოთხს მხედველობის ხარისხი გაუუმჯობესდა.
ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია 50 წელს გადაცილებულ ადამიანებში მხედველობის დაკარგვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ ტიპის პათოლოგიის დროს ზიანდება ბადურას ცენტრალური ნაწილი – ე.წ. „ყვითელი ხალი“. ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის განვითარების მთავარი რისკფაქტორებია: 50 წელზე უფროსი ასაკი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (ათეროსკლეროზი, ჰიპერტონიული დაავადება).
კომენტარები