• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday 02nd October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მეცნიერები: პრობიოტიკები ადამიანისთვის უსარგებლოა

მეცნიერები: პრობიოტიკები ადამიანისთვის უსარგებლოა
457 ნახვა
8 shares
  • Facebook8
  • Twitter
  • LinkedIn

ისრაელელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პრობიოტიკები ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსარგებლოა. პრობიოტიკებს მიეკუთვნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს შეიცავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრობიოტიკები მიკრობული წარმოშობის ცოცხალი  მიკროორგანიზმები და ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმში ბუნებრივი შეყვანისას დადებით ეფექტს ახდენენ მასპინძელი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ, ბიოქიმიურ და იმუნურ რეაქციებზე, მისი მიკრობიოლოგიური სტატუსის  ოპტიმიზაციის გზით.

მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც 25 მოხალისე მონაწილეობდა. მათ ასმევდნენ სასმელს, რომელიც 11 ბაქტერიას, მათ შორის ლაქტობაცილებსა და ბიფიდობაქტერიებს შეიცავდა. პრობიოტიკების ეფექტი რომ შეემოწმებინათ ექსპერიმენტის მონაწილეების კუჭიდან, მსხვილი და წვრილი ნაწლავიდან სინჯები აიღეს.

კვლევის შედეგები ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ნახევარ შემთხვევებში სასმელში შემავალმა სასარგებლო ბაქტერიებმა ორგანიზმი ბუნებრივი გზებით მალევე დატოვეს, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ორგანიზმიდან მოგვიანებით გამოიდევნენ.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია