„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“ – ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე სპორტსმენების მიმართ მოწოდებებს კანონპროექტის დაგმობასთან დაკავშირებით.
როგორც კახა კალაძემ მედიას განუცხადა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქართულია და ქვეყნის ინტერესებს იცავს.
„მეც ვუერთდები მოწოდებას „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და არც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი კი, არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებსა და ხვალინდელ დღეს იცავს. ეს კანონი აუცილებლად იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები