ეს ფოტოები, რომლებიც სანტა-მონიკას პლაჟზეა გადაღებული, ცნობილმა ფოტოგრაფმა ჯორჯ ბარისომ ფირზე 1962 წლის 13 ივლისს აღბეჭდა. 3 კვირის შემდეგ კი, 36 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავი მერლინ მონრო დაიღუპა.
პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალის უკანასკნელი ფოტოსესიის შემადგენელი ფოტოები 2015 წლის 4 ივნისს, ლონდონის Bloomsbury აუქციონზე გაიტანეს. თავდაპირველად სურათები ბარისოს ბიოგრაფიულ წიგნში „მერლინი: მისი ბაგეებით მოყოლილი ცხოვრება“ უნდა დაბეჭდილიყო, თუმცა ვარსკვლავის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, მან ფოტოების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა.
ფოტოსერიაში მერლინ მონრო სანტა-მონიკას პლაჟზე პოზირებს. გთავაზობთ ცნობილი მსახიობის უკანასკნელ ფოტოებს, რომლებიც გულგრილად დღემდე არავის ტოვებს.
კომენტარები