მსახიობმა ბევრი სახლი და მდიდრული აპრატამენტი გამოიცვალა, თუმცა საკუთარი სახლის ყიდვა 1962 წელს მესამე ქმართან ართურ მილერთან დაშორების შემდეგ გადაწყვიტა. მერლინ მონრო სახლის ყიდვიდან ოთხ თვეში გარდაიცვალა.
ეს იყო მერილინ მონროს პირველი და უკანასკნელი სახლი ,სადაც ის ცხოვრობდა .
“სახლი ახლა ჰოლივუდის ისტორიის საკუთრებაა, აქ ხუთ აგვისტოს კინოსამყაროს უდიდესი ლეგენდა გარდაიცვალა, ამ ბინის შეძენიდან ოთხი თვის შემდეგ”, – თქვა ართურ მილერმა.
ჰოლივუდის მსახიობი ამ სახლს საკუთარ სამოთხედ მიიჩნევდა და ძალიან უყვარდა.
მერლინი ყველანაირად ცდილობდა ,რომ თავისი სახლი დახვეწილი და გემოვნებით მოწყობილი ყოფილიყო, ამისთვის მსახიობმა მექსიკაში იმოგზაურა და ნახატები ,ავეჯი და მცენარეები ჩამოეტანა.
სახლი 4 საძინებელს და 3 სააბაზანოს მოიცავს. აქ ასევე საბავშვო ოთახი, სასადილო და კაბინეტი . სახლის შიდა ეზოში აუზი, ყვავილები და ფორთოხლის ბაღია. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში სახლმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, აქ თითქმის ყველაფერი მაინც უცვლელი რჩება.
მერლინ მონროს სახლი, სადაც ის გარდაიცვალა, 7,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. სახლის საწყისი ფასი 6,9 მილიონი დოლარი იყო.
1962 წლის ხუთ აგვისტოს, მონრო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, მერლინის გარდაცვალება თვითმკვლელობად არის მიჩნეული, , თუმცა, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ მონრო მოკლეს.
კომენტარები