• ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Sunday 01st October 2023
Media.Adams.Ge
  • მთავარი
  • მსოფლიო
  • საზოგადოება
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • Faceამბები
  • სხვა
    • პერსონა
    • კვლევები
    • რჩევები
    • ტაბლოიდი
    • შოუ-ბიზნესი
    • ჰოროსკოპი
    • საინტერესო
    • კულინარია
    • ქალი და მამაკაცი
    • ტესტები
    • სახალისო
    • ელ წიგნები

მერია დედაქალაქში 40 ტუალეტს დადგამს, პროექტის პრეზენტაცია 7 აგვისტოს იგეგმება

მერია დედაქალაქში 40 ტუალეტს დადგამს, პროექტის პრეზენტაცია 7 აგვისტოს იგეგმება
393 ნახვა
12 shares
  • Facebook12
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ინფორმაციით, ხვალ, 7 აგვისტოს თბილისში, რიყის პარკში ისრაელური კომპანია “კას გრუფი” მის მიერ წარმოებული ე. წ. სითი ბოქსების პრეზენტაციას გამართავს. კომპანიამ ცოტა ხნის წინ გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის თანახმად, დედაქალაქში სპეციალური ტუალეტები უნდა განთავსდეს.

კომპანიის ინფორმაციით, სითი ბოქსები თანამედროვე ტიპის მუნიციპალური ტუალეტებია, რომელიც თბილისში 40 სხვადასხვა ადგილას დაიდგმება. მას “კას გრუფი” ჩინეთში, საკუთარ ქარხანაში აწარმოებს.

დედაქალაქში ახალი მუნიციპალური ტუალეტების დადგმის შესახებ დაპირება რამდენიმე წელია არსებობს, დღემდე პროექტს დღის სინათლე არ უნახავს.

საქართველოში საჯარო ტუალეტების ნაკლებობა ქვეყნის მოსახლეობასა და ვიზიტორებს ხშირ შემთხვევაში რთულ ვითარებაში აყენებს.

კომენტარები

← Previous Next →

Copyright 2021 Adams.ge ყველა უფლება დაცულია